ყველა წელიწადის დრო
წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) — წელიწადის პერიოდები, რომლებიც დადგენილია ცის თაღზე მზის ხილული მოძრაობისა და ბუნებაში სეზონური ცვლილებების მიხედვით. წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს ის, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი, რომელიც 66° 33′ კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი, სივრცეში თავისი თავისადმი თითქმის მკაცრად პარალელურად გადადგილდება მზის გარშემო დედამიწის ორბიტული მორაობისას. ამიტომ იგი წლის განმავლობაში მზისკენ გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე ბოლოთი. შესაბამისად,მზე უკეთესად ათბობს დედამიწის ხან ჩრდილოეთ, ხან კი სამხრეთ ნახევარსფეროს.
No comments:
Post a Comment